ხულოში, სოფელ კვატიაში შინდისის გმირის თეიმურაზ ბერიძის მემორიალი გაიხსნა

სოფელ კვატიაში შინდისის გმირის თეიმურაზ ბერიძის მემორიალი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო სოფელ კავტიის ცენტრი და გაკეთდა შინდისის გმრის თეიმურაზ ბერიძის მემორიალი.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელი პირები, გმირის ოჯახის წევრები, მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირი თეიმურაზ ბერიძე, ისაუბრეს მის თავდადებასა და ღვაწლზე. სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს პატრიოტულ თემატიკაზე დაწერილი ლექსები.

თეიმურაზ ბერიძე ხულოს რაიონის სოფელ კვატიაში 1974 წელს დაიბადა. 2006 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში. იყო მეორე ბრიგადის 22 -ე ბატალიონის კაპრალი. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში უთანასწორო ბრძოლისას დაღუპულ 17 სამხედრო მოსამსახურეს შორის ერთ-ერთი თეიმურაზ ბერიძე იყო.

შინდისის გმირების სახელის უკვდავსაყოფად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდინარე წლის 28 ნოემბრის №59 განკარგულებით, ხულოში ერთ-ერთ ქუჩას 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ,,შინდისის გმირების ქუჩა“ დაერქვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად