ხულოში, შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ მხარდაჭერით სოციალური აქცია გაიმართა

შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას” მხარდაჭერით ,,შუახევ ჰესის“ პირდაპირ ზემოქმედების სოფლებში 70 – მა ოჯახმა სასურსათო კალათა მიიღო. აქციის ფარგლებში, სხალთის თემის სასწრაფოს მედპერსონალს სამედიცინო პირბადეები, ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები და სახის დამცავი ფარები გადაეცა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის შპს ,,აჭარისწყალ ჯორჯიას“ ქვეყანაში არსებული მდგომარების გათვალისწინებისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებისათვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად