ხულოში, შიდა საუბნო გზების პრობლემატური მონაკვეთების ბეტონირება მიმდინარეობს

სოფელ მანიაკეთში, სამუშაო პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თამვჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძესთან ერთად გაეცნო.

ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარეობს 1510 კუბური მეტრი ბეტონის დაგება, რომელიც რიყეთის, ღორჯომის, დიოკნისისა და დიდაჭარის ადმინისტრაციული ერთეულების შემავალი სოფელების შიდა საუბნო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე მოეწყობა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მშენებელი 7 „ აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად