ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების უფასო პროგრამა დაიწყო

აღნიშნული პროგრამით სარგებლობა როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებსაც შეეძლებათ.პროგრამის ფარგლებში, მთაში წასვლის მსურველებს უფასო ტრანსპორტი 2020 წლის პირველი ივლისიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით მოემსახურება, შემდეგ მიმართულებებზე:

•ხულო-ბეშუმი-ხულო (ყოველდღიურად)
•ღორჯომი-ზორტიყელი-ღორჯომი,
•ღორჯომი-ლეკნარი-ღორჯომი,
•ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანი,
•დიდაჭარა-დიდაჭარის მთა-დიდაჭარა,
•სხალთა-სარიჩაირის მთა-სხალთა,
•სხალთა-ხულო-თეთრობი-სხალთა,
•ხიხაძირი-სარიჩაირის მთა-ხიხაძირი,
•დიოკნისი-ლოდიძირი-დიოკნისი,
•ირემაძეები-ჯანჯღნარი-ირემაძეები,
•საციხური-აგარა-ნათელათი-კუნჭულეთი-ქვაბიჯვარი-ჩიბუხნარი-საციხური.

ხულო-ბეშუმის გარდა სხვა მარშრუტებზე ტრანსპორტი სხვადასხვა გრაფიკით იმოძრავებს – კვირაში ერთხელ, კვირაში რამდენჯერმე და დღეჩაგდებით. გასვლა ძირითადად იქნება დილის 9 საათზე (ბეშუმის მიმართულებით კი დილის 8 საათზე)

კურორტ ბეშუმის მიმართულებით პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ნადიმ ვასაძემ გააცილა, მგზავრებს პროგრამის დაწყება მიულოცა და მშვიდობიანი მგზავრობა უსურვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად