ხულოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

5 სულიან ოჯახს მუნიციპალიტეტი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს. სოფელ ქედლებში ბელეტაჟის ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი ამ დროისთვის გაურკვეველი მიზეზით გაუჩნდა. შემთხვევის დროს ოჯახის წევრები შენობაში არ იმყოფებოდნენ.
ხანძრის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი სახლის სახურავი, ფანჯრები და ხის იატაკი.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის, რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულ ოჯახს დროებით ქირით გაიყვანს. სპეციალური კომისია კი ოჯახისთვის მატერიალური დახმარების გაწევის საკითხზე იმსჯელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...