ხულოში სასურსათო კალათების გადაცემა დაიწყო

სასურსათო კალათები, ხულოში მცხოვრებ 1604 სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარს: ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებს და სარეცელს მიჯაჭვულ პირებს გადაეცემათ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომრის თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, სასურსათო პროდუქტების შესაძენად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ლარამდე გამოიყო.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და წითელი ჯვრის ჩართულობით, ხულოში გადამზადდა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც თავის მხრივ ორგანიზებას უწევენ დარიგების პროცესს, რათა დაცული იქნას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები.
ხულოში, სურსათის დარიგების პროცესში აქტიურად არიან ჩართული მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, მერის მოადგილე ასლან შაინიძე, საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე თამაზ აბაშიძე, მოხალისეთა ჯგუფები, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის, წითელი ჯვრისა და მერის წარმომადგენლები.
სასურსათო კალათების დარიგების პროცესს, კოორდინაციას ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი უწევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად