A1 ბანერი

ხულოში, “ქართულმა ოცნებამ” მერობის კანდიდატად პოლიციის ყოფილი უფროსი დაასახელა

ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში განაცხადა.

ხულოში მერობის კანდიდატი იქნება ბატონი ვახტანგ ბერიძე. ბატონი ვახტანგი ზედმიწევნით კარგად იცნობს ხულოს. ის დღემდე, ბოლო დრომდე ამ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე და მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ამ მხარეს აქვს უდიდესი კულტურული, ეკონომიკური თუ ტურისტული პოტენციალი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი გუნდის კოორდინირებული მუშაობით, ამ პოტენციალს მაქსიმალურად გამოვიყენებთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოში და ოზურგეთში ჩატარდება. ასევე, რიგგარეშე მერის არჩევნები ტარდება: მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდში და ხულოში. ხოლო, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები თბილისში, მთაწმინდის რაიონში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...