ხულოში, პირველ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა ხმა ვერ მისცა

 ხულოში, პირველ საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩეველმა ხმა ვერ მისცა, მიზეზი კი ის გახლდათ, რომ აღნიშნული მოქალაქე გადასატანი ყუთის სიაში იყო.

ხულოში, არჩევნები ამ დროისთვის მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. პირველ უბანზე სულ 925 ხოლო გადასატანი ყუთის სიაში 22 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აღნიშნულ უბანზე დილიდან ამომრჩეველთა მაღალი აქტივობაა. შეგახსენებთ ხულოში რიგგარეშე არჩევნები მას შემდეგ გახდა აუცილებელი რაც ხალხის მიერ არჩეულმა მერმა გოჩა მელაძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...