ხულოში მერიის შენობას “მეტრო ატლას ჯორჯია” აღარ გაარემონტებს

ხულოში მერიის ახალ ადმინისტრაციულ შენობას კომპანია "მეტრო ატლას ჯორჯია" აღარ გაარემონტებს. აღნიშნული ხელშეკრულება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გააუქმა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება სამი თვის წინ გაფორმდა, რომლის მიხედვითაც თურქ ინვესტორს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ახალი შენობა უსასყიდლოდ, 500 000 ლარად უნდა გაერემონტებინა. იმასაც შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე იყო.

როგორც ხულოს მერი გოჩა მელაძე "აიპრესთან" საუბრობს, აღნიშნული გადაწყვეტილება გუნდურად იქნა მირებული და მათივე გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული შენობის რემონტი სახელმწიფოს მიერ უნდა ფინანსდებოდეს.

აღნიშნული ხელშეკრულების შესრულების შემთხვევაში იგეგმებოდა ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია, სადაც ხულოს მერია, საკრებულო და თვითმმართველობის აიპები განთავსდებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად