ხულოში მეათე სასოფლო ბიბლიოთეკა სოფელ ზემო ვაშლოვანში გაიხსნა

ამჯერად ბიბლიოთეკა სოფელ ზემო ვაშლოვანში გაიხსნა. ბიბლიოთეკა მუნიციპალიტეტის მერიამ კომპიუტერით, ხოლო კულტურის ცენტრმა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წიგნებით დაასაჩუქრეს.
ღონისძიების ფარგლებში სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, კულტურის სახლთან არსებულმა ბავშვთა ვოკალურმა ჯგუფმა „ხომლმა“ მუსიკალური ნომრები წარმოადგინა.
ახალი სასოფლო ბიბლიოთეკა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთობლივი პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიხსნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად