ხულოში, მანქანა ხევში გადავარდა – დაშავებულია 3 მოზარდი

გუშინ საღამოს, დაბა ხულოში, ბათუმი ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მსუბუქი ავტომობილი გზიდან ხევში გადავარდა. ტრანსპორტში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მათ შორის სამი ბავშვი და დედ-მამა.

სხვადასხვა დაზიანებებით, მანქანაში მსხდომი მოზარდები, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. ექიმის თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„სამივე მოზარდი მოთავსებულია ჩვენს კლინიკაში. ერთ მათგანს აღენიშნებოდა ბარძაყის მოტეხილობა, რის გამოც ჩაუტარდა ჩონჩხოვანი დაჭიმვა და იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე. მეორეს აღენიშნებოდა, თავის ტვინის შერყევა და ლავიწის მოტეხილობა. ისიც აგრძელებს სტაციონარში მკურნალობას. ხოლო მესამე მოზარდი, ემერჯენსში, კლინიკური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“,-აცხადებს, დედათა და ბავშვთა ცენტრის ქირურგი, მერაბ იმნაძე.

ავარიის შედეგად, ფიზიაკური დაზიანებები არ მიუღიათ, ბავშვების მშობლებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად