ხულოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ, მოადგილე ნადიმ ვასაძესთან ერთად სოფელ იაკობაშეებში ფერდსამაგრი კედლის მშენებლობა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

სამშენებლო სამუშაოებს შპს „ოლიმპი2012“ ახორციელებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 12 871 ლარს შეადგენს.

მიმდინარე წელს, ხულოს მუნიციპალიტეტში ფერდსამაგრი კედლების მშენებლობა 12 ლოკაციაზეა დაგეგმილი, რისთვისაც თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 161 375 ათასი ლარი დაიხარჯება.

#ინფრასტრუქტურა2020 #ხულოსმუნიციპალიტეტი #პროექტები

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად