ხულოში 54-ვე უბანი ამომრჩევლის მისაღებად მზადაა

როგორც ხულოს 84 ოლქის თავმჯდომარე “აიპრესთან” აცხადებს, ყველა უბანი დილით 7 საათზე გაიხსნა, ჩატარდა წილისყრის პროცედურა და უბნები მზადაა ამომრჩევლის მოსაღებად.

ნოდარ მელაძის თქმით, ამ დროისთვის ხულოში ექსესებს ადგილი არ აქვს. ხულოში სულ 54 უბანია, სადაც 24 ათას 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო გადასატანი ყუთის სიაში 814, ხოლო სპეც სიაში 38 ამომრჩეველია რეგისტრირებული. შეგახსენებთ აჭარაში ხულო ერთადერთი მუნიციპალიტეტია სადაც მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...