ხულოს სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს

თოვლის საფარი დაბა ხულოში ერთი მეტრია, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში ორ მეტრამდე აღწევს.

ხულოს მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბა ხულოში, ელექტროენერგიის მიწოდება, ნაწილობრივ აღდგენილია. სამდღიანი ინტენსიური თოვის შემდეგ, ხულოს მუნიციპალიტეტის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. უხვმა ნალექმა, გადამცემი ხაზები დააზიანა.

„შესაბამისი სამსახურის ინფორმაციით მალე სრულად აღდგება ელექტრო ენერგიის მიწოდება მოსახლეობისათვის. ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდის პროცესი როგორც ცენტრალურ ასევე სოფლის ცენტრებთან დამაკავშირებელ გზებზე.

თოვლის წმენდის პროცესს 24 ერთეული მძიმე ტექნიკა ახორციელებს“,-აცხადებენ ხულოს მერიაში.

ხულოს მერია, მოსახლეობას მოუწოდებს, გადაუდებელი საჭიროების სემთხვევაში, დარეკონა ცხელ ხაზზე.

„მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა სახელმწიფო სტრუქტურული ერთეული საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. რათა დიდთოვლობის მიერ გამოწვეული პრობლემები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. მოქმედებს ცხელი ხაზი: 551 00 52 72“,-განაცხადეს, ხულოს მერიის პრეს-ცენტრში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად