ხულოს პირველ საარჩევნო უბანზე რვა საათიდან ამომრჩეველთა მაღალი აქტივობაა

 პირველი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე ზუსტად რვა საათზე გამოცხადდა.

პირველ საარჩევნო უბანზე სულ 925 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამავე საარჩევნო უბანზე აძლევს ხმას “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე.

პირველი ამომრჩევლის განცხადებით, ხმა ხალხის გულშემატკივარ კანდიდატს მისცა: “მე მივეცი ხმა ღირსეულ კანდიდატს და ხალხის გულშემატკივარს, ღირსეული არჩევანი გავაკეთე და მჯერა რომ გაიმარჯვებს ის კანდიდატი ვისაც ხმა მივეცი. წარმატებებს ვუსურვებ ყველას,” – განაცხადა ხმის მიცემის შემდეგ თეა დუმბაძემ.

ხულოს 84 ოლქის 53-ვე საარჩევნო უბანი ექსცესების გარეშე გაიხსნა. ამ დროისთვის უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობაა. “საარჩევნო პროცესი დაიწყო მშვიდ ვითარებაში. რვა საათიდან უკვე მოვიდა პირველი ამომრჩეველი, 925 ამონრჩეველია რეგისტრირებული ხულოს 84 ოლქის პირველ საარჩევნო უბანზე და ველოდებით მაღალ აქტივობას,”- განაცხადა საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ჯუმბერ ბოლქვაძემ. რაც შეეხება “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს, ვახტანგ ბერიძეს იგი ხმას ხულოს ყველაზე მაღალმთიან სოფელში ღორჯომში მისცემს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...