ხულოს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – წაბლანასა და წაბლიანის მოსახლეობა არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტს უცხადებს

ადგილობრივების განცხადებით, მათი ბოიკოტი, ხელისუფლების უყურადღებობას უკავშირდება. ისინი ამბობენ, რომ 1988 წლის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ხელისუფლებამ ბინები გადასცა, თუმცა გარემონტების საშუალება არ აქვთ.

ისინი სოციალური ბინების გარემონტებას ან სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხით დახმარებას ითხოვენ.
დაახლოებით ათასმა ამომრჩეველმა 31 ოქტომბრის არჩევნებსაც ბოიკოტი გამოუცხადა. ამომრჩევლები საარჩევნო უბანთან მივიდნენ, მაგრამ არჩევანი არ დააფიქსირეს და უბნებთან აქცია გამართეს. პროტესტს ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრებიც შეუერთდნენ, რის გამოც ოლქმა ისინი სხვა სოფლებიდან დაკომპლექტებული კომისიით ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად