ხულოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო

🔹 მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვას, საკითხით დაინტერესებული სამოქალაქო სექტორის და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებდნენ

🔹 შეხვედრაზე მოეწყო 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია, ასევე ფორმატი ითვალისწინებდა კითხვა პასუხის რეჟიმს, სადაც, შეხვედრის მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ და მერის პირველმა მოადგილემ ნადიმ ვასაძემ უპასუხეს.
🔹 2022 წლის სასტარტო ბიუჯეტის პროექტი გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და 17 564 100 ლარს შეადგენს.
🔹 ახალი ბიუჯეტის ფარგლებში მოხდება როგორც დაწყებული პროექტების დასრულება, ასევე, განხორციელდება მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ახალი პროექტები და პროგრამები.

კომენტარები
იტვირთება...