ხულოს მერმა მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა

ხულოს მერმა მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მოულოცა.

“მინდა ყველა მეთორმეტე კლასელს მოგილოცოთ სკოლის დასრულება.

ჩემო ძვირფასებო, ახლა თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, ახალი გამოცდილებებით, ახალი მეგობრებით და განვითარების ახალი პერსპექტივებით. სკოლაში მიღებული ცოდნა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ ცხოვრების მომდევნო ეტაპზე, თქვენთვის სასურველი პროფესიის დასაუფლებლად.

თქვენ, ნამდვილად გამორჩეული თაობა ხართ, რომელმაც
ღირსეულად უპასუხა მსოფლიო გამოწვევას, რომელსაც თან ახლდა დისტანციური სწავლება.

უდიდესი წარმატებას გისურვებ ყველა თქვენთაგანს, ცხოვრების ახალ გზაზე. მე მჯერა, რომ თქვენ ასახელებთ, ოჯახს, სკოლას, მუნიციპალიტეტს და ჩვენს სამშობლოს! პატივისცემით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი – ვახტანგ ბერიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად