ხულოს მერმა მეორე მოადგილე დანიშნა

დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მთიული შაინიძე დაინიშნა.

დღესვე, ვახტანგ ბერიძემ ახლად დანიშნული მოადგილე მერიის თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა.

მთიული შაინიძე დაიბადა 1986 წლის 5 აგვისტოს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში.

2003 წელს დაამთავრა სოფ, წაბლანის საშუალო სკოლა; 2004-2008 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (სპეციალობა-ისტორია). მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
2005 წლიდან დღემე, მუშაობდა სოფ, წაბლანის საჯარო სკოლაში, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგად.

2014 – 2019 წელებში მუშაობდა შ.პ.ს ,,აჭარისწყალი ჯორჯიაში“ სხვდასხვა პოზიციებზე.

(2015-2017 წლები კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ სხალთის ჰესზე, ოფის მენეჯერი. 2014-2019 წლებში სხალთაში სოციალური პროექტების ხელმძღვანელი).

2018 წლიდან დღემდე მუშაობდა ხულოს N84-ე საარჩევნო ოლქის ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივნად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...