ხულოს მერმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ვახტანგ ბერიძემ, პირველ მოადგილე ნადიმ ვასაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზაზა აბულაძესთან ერთად, სოფელ ძირკვაძეებში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

დაგეგმილი პროექტის ფარგლებში, მოეწყო სოფელ ძირკვაძეების კლუბის მიმდებარედ სახიდე გადასასვლელი, ხოლო ჯალაბაურის უბანში გაკეთდა სანიაღვრე არხი და მილხიდი. დასრულებული პროექტით 8 ოჯახი ისარგებლებს.

ინფრასტრუქტურული ღონისძიებით გათვალისწინებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 34 305 ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად