ხულოს მერიის ფინანსური მხარდაჭერით, სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს

შუშანა აბულაძის სოციალურად დაუცველი, შვიდწევრიანი ოჯახისათვის ახალი სახლის მშენებლობა ,,მუნიციპალიტეტში ავარიული სახლების მქონე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

პროგრამა ითვალისწინებს, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის, საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში ფინანსურ დახმარებას 10 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს დაგეგმილია 40 ოჯახისათვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში ფინასური დახმარება, რისთვისაც ბიუჯეტში გათვალისწინებულია 400 000 ლარი.

კომენტარები
იტვირთება...