ხულოს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური:თითქმის ყველა სოფელში გვაქვს არალეგალური ნაგავსაყრელები

ხულოს მუნიციპალიტეტის 83 სოფლიდან უმრავლესობაში თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელებია, რაც განსაკუთრებულ პრობლემად ზაფხულის პერიოდში ხდება, მაშინ როცა ცხელ ტემპერატურასთან ერთად მწერებთა რაოდენობაც იმატებს, ნაგავსაყრელს შინაური ცხოველებიც ჭამენ, რის გამოც ყოფილა შემხვევა პირუტყვის გარდაცვალების. ის რომ ხულოს სოფლებში ნაგვსაყრელთა პრობლემებია ეს ხულოს მერიაშიც კარგად იციან, ინფრასრტუქტურის სამსახურის უფროსის თქმით ამ კუთხით აუცილებელია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება რადგან ხელოვნურად მოწყობილი ნაგავსაყრელები ისეთ სოფლებშიცაა სადაც ნაგვის ურნები აქვთ განთავსებული გამომდინარე აქედან ზაზა აბულაძე საკითხში ბოლომდე მერიის ბრალეულობას ვერ ხედავს.

„2017 წლი ს დეკბერში ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ნერჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ამ დოის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მერიის მხრხრიდან ნარჩენების მართვის კუთხით გარკვეული სამუშაოების განხორციელებას, მერიის მიერ შესყიდული იქნა რამოდეიმე ავტომანქანა შესყიდული იქნა ურნებიც, აღნიშნული ურნები მუნიციპალიტეტის 83 სოფლიან ამ ეტაპზე განვალაგეთ 70 სოფელში საიდანაც ხდება ნარჩენების გამოტანა, ამ საკითხში ორი მიმართულებით ხდება მუშაობა, ადილზე ნარცენების შეგროვება ხოლო შემდეგ მუნიციპალიტეტიდან ქალაქ ბათუმის ნაგავსაყრელებზე გატანა. მაგრამ ეს საკმარისის არ არის რადგან მუნიციპალიტეტის სოფლების 50% გვაქვა მხოლოდ ათვისებული, თუმცა ჩვენ ბოლო დროს 4 ნაგავსაყრელი დავხურეთ, ამ კუთხითასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოასახლეობაში ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა. მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში არსებობს არალეგალური ნაგავსაყრელები. ამიტომ მთავარია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება რადგან ისეთ სოფლებშიცაა თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელები სადაც ჩვენ ურნები გვაქვა განლაგებული“, – განაცხადა „აიპრესთან“ ხულოს მერიის ეკონომიკური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზაზა აბულაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...