ხულოს მერიაში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის რიგით 36-ე სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული 30 საკითხი განიხილა.

კომისიის გადაწყვეტილებით, 20 საკითხზე იქნა დადებითი რეკომენდაცია გაცემული, 5 განაცხადი დახარვერზდა წარმოდგენილი არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო, ხოლო დარჩენილ 5 განმცხადებელს უარი ეთქვა შესაბამის კანონმდებლობასთან შეუთავსებლობის გამო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...