ხულოს მერიამ ხანძრით დაზარალებულებისგან დახმარების მიზნით შესაბამისი პროცედურები დაიწყო

ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას დახმარებისთვის განცხადებით დღეს მიმართეს.

დაზარალებულებმა წარმოადგინეს დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ ოჯახებს გაეწევათ შესაბამისი დახმარება. ერთ-ერთი დაზარალებული შოთა მიქელაძე აღნიშნავს, რომ შესაბამისი ყურადღება ხულოს მერიისა და მთავრობის თავმჯდომარისგან დაუყოვნებლივ მიიღეს.
,,დაზარალებულმა დღეს მერიაში განცხადება დავწერეთ, წარვადგინეთ შესაბამისი დოკუმენტაცია.

მადლობელი ვარ იმ დახმარებისთვის, რაც მერიამ, უშუალოდ ვახტანგ ბერიძემ და მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გაგვიწია. მათ ჩვენი გაჭირვება გულთან მიიტანეს და დახმარება იმ საღამოსვე აღმოგვიჩინეს“- აღნიშნა შოთა მიქელაძემ.

დაზარალებული ოჯახები ხულოს მერიის მიერ ქირით უკვე უზრუნველყოფილნი არიან, მათ გაეწიათ სხვადასხვა სახის პირველადი დახმარება.

ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში რამდენიმე დღის წინ 6 საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა. საერთო ჯამში, დაზარალდა 7 ოჯახი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები. შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად