ხულოს მერია აცხადებს, რომ 2019 წელს ტექნიკურად ვერ მოხერხდა დანამატის გაცემა და 2020-ში გასცეს, მაგრამ უკან აბრუნებენ

ხულოს მერია აღებულ დანამატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, თანხას უკან აბრუნებენ ბიუჯეტში.

“ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის რამდენიმე რიგირთ თანამშრომელზე გაიცა დანამატი 50% ოდენობით. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის განმავლობაში ტექნიკურად ვერ მოხერხდა დანამატების გაცემა აღნიშნულ თანამშრომლებზე. რიგითი თანამშრომლების წახალისება მოხდა მარტის თვეში, თუმცა ვიაზრებთ რა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, დანამატის სახით გაცემული თანხა სრულად დაბრუნდა ბიუჯეტში” – განაცხადეს ხულოს მერიაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად