ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე “ახალგაზრდები ხულოსთვის” საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლებს შეხვდა

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და ახალგაზრდებმა ხულოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ გამოწვევებზე და სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა მსოფლიო პანდემიის, COVID – 19 -ის წინაღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის, მადლობის სიგელები გადასცა და სამომავლოდ მხარაჭერას დაპირდა

ქვეყანაში შექმნილი მსოფლიო პანდემიის ფონზე, ექვსი ხულოელი სტუდენტის ხელმძღვანელობით შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ,,ახალგაზრდები ხულოსთვის“ , რომელთა ძალისხმევითაც 80 ოჯახს გაეწია სასურსათო პროდუქტებით დახმარება.

ახალგაზრდების ინფორმაციით ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად