ხულოს მერი დაბა ხულოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძესთან ერთად, დავით მამულაძის ქუჩაზე საყრდენი კედლისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტი ითვალისწინებს 107 მეტრი სიგრძის საყრდენი კედლის, საფეხმავლო ბილიკისა და განათებების მოწყობას.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ოლიმპო 2012“ აწარმოებს. პროექტის სახელშეკრულება ღირებულება 329 108 ლარია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად