ხულოს მაჟორიტარის ბიუროსთან აქციის გასამართად მისულ აქტივისტებს ცოცხებით დახვდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ხულოში. “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის ბიუროში არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერატივას” აქტივისტებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა შესვლის საშუალება არ მისცეს.

“ქართული ოცნების” აქტივისტები ალტერნატივას წარმომადგენლებს ცოცხებით დახვდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ანზორ ბოლქვაძე ერთ-ერთია ვინც ხელი შეუშალა და ჩააგდო პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების საკითხი.

აქციის მონაწილეებს ანზორ ბოლქვაძის კაბინეტთან სტიკერების გაკვრა უნდოდათ რასაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.პოლიცია ადგილზე დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა.


ვიდეო: აჭარის ტელევიზია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად