A1 ბანერი

ხულორდავა ხურვალეთზე: საგანგაშო არაფერი ხდება, ჩვენმა მოქალაქეებმა ეს უნდა იცოდნენ

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან საგანგაშო არაფერი ხდება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაცია აბსოლუტურად დაუშვებელია. მისი თქმით, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და სიტუაცია სრულიად კონტროლირებადია.

“ნამდვილად არ არსებობს განგაშის საფუძველი და პირველ რიგში, ეს არის აუცილებლად სათქმელი ჩვენი საზოგადოებისთვის.
ეს არის უაღრესად საფრთხილო, ძალიან საპასუხისმგებლო საკითხი. ამასთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაცია აბსოლუტურად დაუშვებელია. ამიტომ, ერთი რისი თქმაც ნამდვილად შეგვიძლია არის არის ის, რომ ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა გადმოსვლა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების – ეს ინფორმაცია არ დასტურდება ჩვენი ოფიციალური სტრუქტურების მიერ და არც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ინფორმაციით.

ასე, რომ განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, სიტუაცია სრულიად კონტროლს ექვემდებარება. სამართალდამცავები არიან ადგილზე და საგანგაშო არაფერი ნამდვილად არ ხდება. ჩვენმა მოქალაქეებმა პირველ რიგში ეს უნდა იცოდნენ”,-განაცხადა ხულორდავამ.

როგორც “აიპრესს” სუს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

“კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.

საოკუპაციო ძალების მხრიდან განხირციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”,- განუცხადეს “აიპრესს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...