ხულოელი ბიჭი ამერიკაში მაშველად მუშაობს

ხულოელი გიორგი შავაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილ პროგრამაში მოხვდა და ამერიკაში სულ ცოტა ხნის წინ გაემგზავრა. ის აკვაპარკში მაშველად მუშაობს. როგორც იგი “აიპრესთან” საუბრისას აღნიშნავს, ის ახალშეძენილ მეგობრებს ქართულად საუბარსა და აჭარულ დიალექტებსაც ასწავლის.

“Work and travel პროგრამაა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი, რომელიც სტუდენტებზეა გათვლილი და ითვალისწინებს 3 თვიან სამუშაოს ამერიკაში, გასართობ ცენტრში, სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსში და სხვა სამომსახურეობრო სფეროში და 1 თვიან თავისუფალ დროს, რომელსაც სურვილისამებრ გამოიყენებ სამოგზაუროდ.
ახლა ვმუშაობ ერთ-ერთ აკვაპარკში Water Country USA-ში მაშველად.

სექტემბრის მერე კი ამერიკის რამდენიმე შტატში მინდა ვიმოგზაურო”, – ამბობს გიორგი შავაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...