ხუხაშვილი ტურიზმზე: ქვეყანაში შემოდის საშუალო ფენა, რომელიც ახლა სახლშია და რესურსიც დახარჯული აქვს

ამის შესახებ, პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა “ფორმულასთან” საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა, სადაც ნათქვამია რომ ტურიზმი იქნება ის პრიორიტეტული სექტორი, რომელიც ქვეყანას პანდემიის შემდეგ ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.

“მოგეხსენებათ საქართველოში მოდის ძირითადად ადამიანების საშუალო ფენა, არა ელიტარული ტურიზმი. ადამიანები, რომლებიც მუშაობენ წლის განმავლობაში, აგროვებენ ფულს იმისთვის, რომ წავიდნენ სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის საქართველოშიც. ეს ხალხი მთელი ეს პერიოდი სახლში იჯდა და დახარჯა მთელი თავისი რესურსი. როცა ხელისუფლება რესტარტში პრიორიტეტად აცხადებს ტურიზმს, ეს იმას ნიშნავს, რომ ინერციით იგივე მოდელით სვლას აგრძელებს”,-აცხადებს გია ხუხაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად