ხუხაშვილი: თუ ხაზარაძის ისტორია სიმართლეა, მაშინ მაფიოზური მმართველობის პირობებში ვცხოვრობთ

ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადების კომენტირებისას გადაცემა “მთავარ ამბავში” განაცხადა, სადაც ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა.

” ხაზარაძის განცხადება შეხვედრის შესახებ შუშის სასახლეში არის წარმოუდგენელი განცხადება. თუ მისი ეს ისტორია შეესაბამება სიმართლეს, მაშინ გამოდის რომ ჩვენ ჩრდილოვანი მმართველობის პირობებში კი არ ვცხოვრობთ, უბრალოდ მაფიოზური მმართველობის პირობებში ვცხოვრობთ. სადაც სახელმწიფო რეკეტი, რეიდერული დაპყრობები ჩვეულებრივი ამბავია.

როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლებისგან მოვისმინეთ ჭორაობაზე საუბარი. მესიჯბოქსში ჩაუგდეს ეტყობა ყველას რომ ჭორაობას არ აყვებიან “სერიოზული საქმებით” არიან დაკავებულები.

მამუკა ხაზარაძე არ არის ქუჩიდან მოყვანილი ბიჭი, მისი ყველა სიტყვა იწერება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე როგორც ქვეყნის გარეთ. რა შთაბეჭდილება უნდა დარჩეს საელჩოებს როცა ამდენად მძიმე განცხადებები კეთდება. ხელისუფლება კი ცდილობს სირაქლემის პოზიციით უპასუხოს”,-განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა ხახარაძემ “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში იმ შეხვედრის დეტალები გაიხსენა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლში მისი და ვანო ჩხარტიშვილის მონაწილეობით შედგა. ბიზნესმენმა ის დეტალებიც მოყვა, როგორ გამოატანინეს მას საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად