ხუხაშვილი TBC-ის საქმეზე: სულ სხვა მოტივია, საქმეს თავისი პოლიტიკური კომპონენტი აქვს

ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა, სადაც ის TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენების, კერძოდ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძისთვის გირაო შეეფარდებას გამოეხმაურა.

“ეს არის საქმე, რომელსაც არ დაზარალებული ყავს და ფულის წყაროც გარკვეულია. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა კითხვები ჩნდება რომ აქ სულ სხვა მოტივია. ამ საქმეს აქვს თავისი პოლიტიკური კომპონენტი. სამსართლოში განვითარებული მოვლენები ტრაგიკომიკურია, 30%-იანი სეილი გამოცხადა სასამართომ პროკურატურის შეკერილ პროდუქტზე”,-განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო 700 000-700 000 ლარი შეუფარდა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

ასევე, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელმა არჩილ ტყეშელაშვილმა სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, ვინაიდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თაღლითობით დაზარალდა “თიბისი ბანკი” მაგრამ რადგან ამ ნაწილში ხანდაზმულობის ვადა გასულია, საქმეს არ ჰყავს დაზარალებული .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად