ხუხაშვილი: საზოგადოებაში ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების შექმნის მოთხოვნაა, მე ასეთ პროექტში მონაწილეობას მივიღებ 

“დღეს ქვეყანაში ობიექტურად აუცილებელია, რომ დასრულდეს ეს ორპოლუსიანი შუმერული თამაშები”, – ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი “აიპრესთან” აცხადებს.

გია ხუხაშვილის შეფასებით, საზოგადოებაში მაღალი მოთხოვნაა, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები შეიქმნას.

გია ხუხაშვილი ამ პროექტში მონაწილეობის მიღებას აპირებს, ვინაიდან, მისი თქმით, ახალი პოლიტიკური ცენტრების შექმნა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ვის გულისხმობთ, ვინ უნდა მოვიდეს პოლიტიკაში? 

მე ამაზე კომენტარს ჯერჯერობით ვერ გავაკეთებ.

ჯერ გადაწყვეტილი არ გავქთ, თუ მუშაობის პროცესში ხართ?

მე ვფიქრობ, ეს აუცილებელი გასაკეთებელია, მაგრამ როდის, რა და ა.შ. დღეს ეს სასაუბრო არ არის.

თქვენ ხომ არ აპირებთ პოლიტიკაში დარჩენას?

არა, პოლიტიკაში მე რა თქმა უნდა არ დავრჩები. ჩემი საქმე არ არის თანამდებობაზე ჯდომა, მაგრამ თვითონ ალტერნატიული ცენტრების ფორმირებაში მივიღებ მონაწილეობას.

დღევანდელი პოლიტიკური ვითარება რომ შეაფასოთ, კონკრეტულად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პროცესი… 

სრულ აბსურდამდე მივიდა ყველაფერი, სრული ქაოსია, ეს უკვე შეფასებასაც აღარ ექვემდებარება.

გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აპირებს. თუ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდება, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა არეულობა დაიწყოს… 

დაბრუნდება, დაბრუნდება, ამით ცხოვრება არ სრულდება. მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არანაირი ძალაუფლებით აღჭურვილი არ იქნება, რატომ არის ასეთი სახიფათო, მე არ მესმის, რატომ არიან ვიღაცეები ისტერიკაში ამის გამო?

არეულობა იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხია უკმაყოფილო. ხალხი თუ კმაყოფილია ვერანაირი სააკაშვილი და ვერც სხვა ვერანაირ არეულობას ვერ მოაწყობს. ნებისმიერი პროტესტის მამოძრავებელი ძალა საბოლოო ჯამში არის ხალხი.  ხალხი გამოდის არა იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი მოსწონს, ან არ მოსწონს, ხალხი გამოდის იმიტომ, რომ ისინი არიან რაღაცით უკმაყოფილო. ამიტომ, ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და ხალხის პრობლემები გადაწყვიტოს. თუ ხალხის პრობლემები გადაწყვიტა, დამერწმუნეთ, სააკაშვილი კი არა, ვინც არ უნდა იყოს, ვერანაირ პრობლემას ვერ შექმნის.

ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ქვეყანაში სოციალური პრობლემებია. როგორ ფიქრობთ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ეს შედეგი რომ არ დამდგარიყო, ხელისუფლება ისაუბრებდა იმაზე, რომ ხალხი გაჭირვებულია და კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი? 

სამწუხაროდ არ აპირებდა, ჩვენ ეს ვნახეთ. ამაზე უნდა ესაუბრა პირველ ტურამდე. პირველსა და მეორე ტურს შორის ეს რიტორიკა სამწუხაროდ დამაჯერებლობას მოკლებულია.

არსებობენ ისეთი პოლიტიკოსები, ისეთი პირები, ვინც შეიძლება მესამე ძალად მოვიდნენ? 

არსებული პოლიტიკური ელიტა ძალიან სავალალოდ გამოიყურება. მუდმივად დამარცხებულია. არსებულ პოლიტიკურ ელიტაში შეიძლება ამოკრიფო რამდენიმე ადამიანი… მაგრამ სამწუხაროდ სავალალო მდგომარეობაშია, ამიტომ სუფთა ფურცლიდან პოლიტიკის ფორმირებაა დასაწყები, ჩემი აზრით.

ვის ამოკრეფდით თქვენ? 

ამაზე არ ვისაუბრებ.

მსგავსი სიახლეები

ხუხაშვილი: ხელისუფლების ამოცანაა რეგიონებში ყანდურების ხარჯზე მაჟორიტარები ჩაიდონ…

ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "არჩევანში" საუბრისას განაცხადა.

ხუხაშვილი: “ქართული ოცნების” დეგრადაციის პროცესი მიდის ძალიან მაღალი…

"ქართული ოცნების დეგრადაციის პროცესი მიდის ძალიან მაღალი ტემპით. ვაკვირდები ამ პროცესს და ვხედავ, რომ ფაქტობრივად,…

ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილს: ახლა აღმოაჩინე, რომ არაპროფესიონალიზმის და ნეპოტიზმის…

ექსპერტის გია ხუხაშვილის შეფასებით, როდესაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო…

გია ხუხაშვილი: “ნაცმოძრაობამ” და “ოცნებამ” საზოგადოება…

ექსპერტის გია ხუხაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც“ ხალხს არა…

გია ხუხაშვილი: არჩევნების შუა კვირაში ჩატარება ალბათ ვარსკვლავების განლაგებით…

არჩევნების შუა კვირას ჩატარება ალბათ ვარსკვლავების განლაგებით გადაწყვიტეს, - ამის შესახებ "აიპრესს" პოლიტოლოგმა გია…

ხუხაშვილი ზურაბიშვილის ახალ ბანერზე: ნონსენსია როდესაც ბანერზე ქალის სახელი აწერია და…

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე ივანიშვილის ფოტოს გამოჩენა…

გია ხუხაშვილი: მოქალაქეებმა არჩევანი სიძულვილით გაკეთეს

"ამომრჩეველი არჩევნებზე მივიდა არა ვიღაცის მხარდასაჭერად, არამედ ვიღაცის წინააღმდეგ. ანუ პარადოქსი ასეთია, რომ…

ხუხაშვილი: უპირატესობა ვაშაძეს აქვს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრობლემაც…

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს სალომე ზურაბიშვილთან…

გია ხუხაშვილი: ციხეში მჯდომ ადამიანს სხვისი ცოცხი მაინცდამაინც არ აინტერესებს

ციხეში მჯდომ ადამიანს სხვისი ცოცხი მაინცდამაინც არ აინტერესებს, - ასე პასუხობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "აიპრესის"…

ხუხაშვილი: ივანიშვილმა ჩემი უნიჭობა ჩემთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაინახა

"თუ ივანიშვილი თვლის რომ უნიჭო ვარ,ეს მისი არჩევნაია,მისი შეფასებაა როგორ ვეკამათო?ერთადერთი ტრაგიკომიკური ისაა რომ…
კომენტარები
იტვირთება...