ხუხაშვილი: სახელისუფლებო პროპაგანდა რუსეთის მთავარ ამოცანას ასრულებს -მოსკოვის გარეშე საქართველოში მშვიდობა არ იქნება

“ნებსით, თუ უნებლიედ სახელისუფლებო პროპაგანდა ნებაყოფლობით ასრულებს რუსული რბილი ძალის მთავარ ამოცანას – რუსეთის გარეშე საქართველოში არ იქნება არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა”,-ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ტელეკომპანია “იმედის”ეთერში გასულ ფილმს.

“რაც შეეხება “იმედზე” გასულ ფილმს.
აქ მთავარი კითხვა არ არის – რა არის ამ ფილმში სიმართლე და რა ტყუილი?
მთავარი კითხვაა – სად მთავრდება ხელისუფლებისთვის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი და იწყება სახელმწიფო ინტერესი?
როგორც ჩანს, პირველი არ მთავრდება არასდროს და შესამბამისად, მეორე არ იწყება.
იგივე ისტორიის გაგრძელებაა, როდესაც ლარის კურსის ვარდნას და მთლიანად ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს ხელისუფლება უკავშირებს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს და კერძოდ რუსი ტურისტების ნაკლებობას.
ნებსით, თუ უნებლიედ სახელისუფლებო პროპაგანდა ნებაყოფლობით ასრულებს რუსული რბილი ძალის მთავარ ამოცანას – რუსეთის გარეშე საქართველოში არ იქნება არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა.
ფაქტიურად, “იმედმა” და სახელისუფლებო სპიკერებმა უმუშევრად დატოვეს «РТР», «1 канал», «НТВ», რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ამ აზრს ამკვიდრებდნენ”,-წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...