ხუხაშვილი: სააკაშვილზე რომ ვლაპარაკობ ივანიშვილი მახსენდება, ჰგვანან რაღაცეებში ერთმანეთს

“ზოგჯერ რომ ვლაპარაკობ მიშა სააკაშვილზე, რაღაც მომენტებში ბიძინა ივანიშვილიც მახსენდება ხოლმე”,-ამის შესახებ, პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

“ზოგჯერ რომ ვლაპარაკობ მიშა სააკაშვილზე, რაღაც მომენტებში ბიძინა ივანიშვილიც მახსენდება ხოლმე, იმიტომ, რომ ძალიან ჰგავანან რაღაცებში ერთმანეთს.”,-ამბობს ხუხაშვილი

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რაში ჰგვანან ერთმანეთს  საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ხუხაშვილი პასუხობს:

” ეჭვიანობაში. გამომდინარე იქიდან რომ “ნაციონალური მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს” ყავს თავისი აქტიური ელექტორალური ბაზა, წინასაარჩევნოდ უნდა განისაზღვროს ბირთვი, ამისთვის მიდის ახლა ჭიდაობა. ამ ბაზას ვინ დააჯდება. მათ შორის პოლემინკა წინასაარჩევნო ბრძოლაა”,-განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, 29 სექტემბერს მთავარი არხის ეთერში სააკაშვილმა თქვა, რომ მასა და გიგა ბოკერიას შორის ფუნდამენტური განსხვავებებია, რაც გამოიხატება იმაში, რომ თავად “მართლმადიდებელი ქრისტიანია, ჯვარი უკეთია”, ხოლო ბოკერია კი “ტრადიციებთან მებრძოლ ანტიქრისტიანად” მოიხსენია. სააკაშვილი აღნიშნული გამონათქვამების გამო გააკრიტიკეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად