ხუხაშვილი: სააკაშვილს მართლა თუ უნდა პრობლემები შეუქმნას “ოცნებას“, მიმართოს ივანიშვილს და ერთად წავიდნენ

“შეუძლიათ წავიდნენ რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში, არც საფრანგეთში და არც ჰოლანდიაში”,-ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში “ნიუსრუმი” განაცხადა.

“მიშას გაჩერება მე არ ვიცი რას ნიშნავს, გაჩერებული ეს კაცი არავის უნახავს, სულ მოძრაობს. სხვა საკითხია რა ჯობია სახელმწიფოებრივად. მე მიშას ვურჩევდი, თუ უნდა პოლიტიკური ლანდშაფტის შექმნა და “ქართული ოცნებისთვის” პრობლემების შექმნა, უნდა გაჩერდეს.

სააკაშვილის გაჩერებით ბევრად მიღწევადი იქნება ის შედეგი, რაც მას უნდა, ვიდრე არგაჩერებით. ეს ორპოლუსიანობა ანგრევს ყველაფერს, არ აძლევს პოლიტიკურ სივრცეს გახსნის საშუალებას, რომ ალტერნატიული ცენტრები ჩამოყალიბდეს. “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდა – ისინი კვებავენ ერთმანეთს, ავსებენ და ინაწილებენ ძალაუფლებას. ამით ორივე თავის ამოცანას ასრულებს – “ქართული ოცნება” ინარჩუნებს ძალაუფლებას, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა” ინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს. შესაბამისად, ამ პროცესიდან ორივეს თავის დივიდენდი აქვს.

თუ მიხეილ სააკაშვილს მართლა უნდა პრობლემები შეუქმნას „ქართულ ოცნებას“, წავიდეს და თანაც, მას შეუძლია კაცურად წავიდეს – მიმართოს ბიძინა ივანიშვილს და უთხრას: მოდი, ერთად წავიდეთ! აი ეს იქნება მისგან ისტორიული ნაბიჯი. შეუძლიათ წავიდნენ რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში, არც საფრანგეთში და არც ჰოლანდიაში”, – განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...