ხუხაშვილი: როცა შენი დისკრეციული უფლების გამოყენების გამო გამოძიება იწყება უნდა დაგვემშვიდობო

“ოდნავი თავმოყვარეობა რომ გქონდეს, გამოძიებას კი არ უნდა მიესალმო”,-ამის შესახებ, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“როდესაც შენი დისკრეციული უფლების გამოყენების გამო გამოძიება იწყება, შენი თანამშრომლები ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ და ამით ადასტურებენ, რომ რაღაც ვერ არის წესრიგში, ოდნავი თავმოყვარეობა რომ გქონდეს, გამოძიებას კი არ უნდა მიესალმო, უნდა დაგვემშვიდობო… ციკლიდან “თამარმეფისდარი””,-წერს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულზე გამოცემულ შეწყალების აქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

ასევე, პრეზიდენტმა შეიწყალა ზურაბ ნადირაძე, რომლის ექსტრადირებასაც 23 წელი ითხოვდნენ. 1994 წლიდან, საქართველოს ზურაბ ნადირაძეზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. მის ექსტრადირებაზე ჩეხეთმა ქართულ მხარეს რამდენჯერმე უთხრა უარი, თუმცა, 2017 წლის დასაწყისში მისი დეპორტაცია გადაწყდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად