ხუხაშვილი ყოფილ დემოკრატებზე: ძალიან იაფად იყიდებიან, მგონი “ოცნებას” არ უღირს ყიდვა

 "რად უღირს "ქართულ ოცნებას", ფაქტიურად ძალიან იაფად იყიდება ეს ხალხი და "ქართულ ოცნებას" უღირს ესეთი ხალხის ყიდვა? მემგონი არ უღირს",-ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. 

"პაუზა მაინც გაეკეთებინათ, მეორე დღიდან ხელისუფლებისთვის თავის შეთავაზება რომ დაიწყეს და რომ იპრანჭებიან ყოველდღე. გუშინდელი მათი გამოსვლა… თეთრი ძაფით კერავენ, ბავშვებივით იქცევიან, მამას რომ თავი უნდა მოაწონოს ბავშვმა და რომ მივა და რაღაცას ეტიკტიკება, აი ასე ლაპარაკობენ. ძალიან სამარცხვინოა.

ნინო გოგუაძეზე როგორ მოუბრუნდებათ ენა, რომ ასეთი რამ ილაპარაკონ, ნინო გოგუაძე იყო ჩვენს შიდა წრეში, საარჩევნო პროცეში და შემართული იბრძოდა ჩვენთან ერთად, ესენი ვინ იყვნენ და სად იყვნენ. რომ გამოდიან და ოღონდ ვიღაცას ერთგულება დაუმტკიცონ და ათას სისულელეს რომ ლაპარაკობენ, რა ხალხია, ვინ არიან, რად უღირს "ქართულ ოცნებას", ფაქტიურად ძალიან იაფად იყიდება ეს ხალხი და "ქართულ ოცნებას" უღირს ესეთი ხალხის ყიდვა? მემგონი არ უღირს",-განაცხადა გია  ხუხაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...