ხუხაშვილი პრეზიდენტზე: უფრო ფრანგ პენსიონერად გრძნობს თავს,ვიდრე საქართველოს პრეზიდენტად

“სალომე ზურაბიშვილი უფრო ფრანგ პენსიონერად გრძნობს თავს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტად,“ – ამგვარად შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველ პრესკონფერენცია.

“ამბობს, რომ არანაირი სახელმწიფოებრივი თემები მას არ ეხება, მაგრამ იქ, სადაც თვლის, რომ მას შეეხნენ, იქ მზად არის, რომ შემზღუდველი ღონისძიებების გატარებაში მიიღოს მონაწილეობა. პრიორიტეტები მისი არის უფრო პირადი. ის არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ქვეყანაზე, შემოსავალსაც არ აიღებს, უფრო ფრანგ პენსიონერად გრძნობს თავს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტად. მან, ერთი მხრივ, ხელები დაიბანა, მაგრამ თქვა, რომ სათამაშოდ მას რაღაც საკითხები სჭირდება და ამ საკითებით ითამაშებს. ითამაშებს სიტყვის თავისუფლების თემით, ითამაშებს იმით, რომ თითქოს, ის ხალხის არჩეული პრეზიდენტია. ანუ იპოვა კარგი სათამაშო – პრეზიდენტის კაბინეტი,” – განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “კურიერთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...