ხუხაშვილი: “ოცნების” ლიდერებთან შედარებით, “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა მეტად პატივსაცემია

ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

გია ხუხაშვილის თქმით „ოცნების“ ქილერებთან შედარებით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა მეტად პატივსაცემია მისი რეაქციიდან გამომდინარე:

“გიგი უგულავას რეაქცია ვნახეთ და ვფიქრობ, ძალიან ღირსეული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი ქართული საზოგადოების წინაშე.

მაგრამ, დღეს გიგი უგულავა მეტად ღირსეულად გამოიყურება და მეტად პატივსაცემია, ვიდრე ზარდიაშვილი, ან სხვა მეორე რიგის „ნაციონალები“, რომლებიც პირდაპირ ქილერები და შემსრულებლები იყვნენ. პოლიტიკურ ქილერებზე მაქვს საუბარი, ათას სიბინძურეს აწერდნენ ხელს.
ისინი იღებენ ახლა გადაწყვეტილებებს თავის ყოფილ ბოსებზე, ახალი ბოსების სახელით როგორ დაიჭირონ. აი ამ ჭუჭყიან პირობებში გვიწევს ცხოვრება.
ჩვენ გვახსოვს გიგი უგულავა ფაქტობრივად იგივე საქმეზე როცა გამოუშვეს. ბიძინა ივანიშვილის ამოცანა იყო ძალიან მარტივი, „ნაციონალური მოძრაობა“ გახლეჩილიყო და მას გამოყოფოდა პოლიტიკოსების ძირითადი ჯგუფი. მან ჩათვალა, რომ გიგი უგულავას გამოშვება ამ პროცესში იქნებოდა სასარგებლო, ამით დაასუსტებდა მიშა სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“. ნაციონალური მოძრაობა გაქრებოდა, მის ნაცვლად წარმოიქმნებოდა შედარებით კონსტრუქციული ახალი პარტია და ა.შ.
თვითონ თვლის, რომ შეცდა, რადგან დადგა ფაქტის წინაშე, როდესაც თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთმანეთს დაეჯახნენ მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნების“ პროტეჟე და „ევროპულმა საქართველომ“, რომლის „ხათრითაც“ მან გიგი უგულავა თავის დროზე, მხარი დაუჭირა ვის?-„ნაციონალურ მოძრაობას“.
მან ჩათვალა, რომ თვითონ არის გადაგდებული, კარგი საქმე გაუკეთა უგულავას გამოშვებით და ახლა ამბობს, რომ ისევ უკან შევაგდებ ციხეში, რადგან მათ დაარღვიეს შეთანხმების ნაწილი.“- განაცხადა ხუხაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად