ხუხაშვილი: “ოცნებას” ვურჩევდი, საპრეზიდენტო კანდიდატად ენძელა მაჭავარიანი დაასახელოს

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის აზრით, საპრეზიდენტო კანდადიტად საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ენძელა მაჭავარიანს ერთნაირი შანსები აქვთ. 

პოლიტოლოგი მმართველ გუნდს საპრეზიდენტო კანდიდატად ენძელა მაჭვარიანის დასახელებას ურჩევს. 

"კვირიკაშვილს მაინცდამაინც არავინ ეკითხება, იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი თუ არა. რა მნიშვნელობა აქვს, დღეს რა თქვა, ხვალ შეიძლება, სხვა რამე თქვას. კვირიკაშვილს ამ ქვეყანაში არავინ არაფერს ეკითხება… კვირიკაშვილის ტიპის პოლიტიკოსი საპრეზიდენტო თანამდებობისთვის უფრო მისაღებია, თუმცა, მისი ბოლო გამოხტომები, დაწყებული შალელაშვილის ინციდენტიდან, "უცნობთან" განვითარებული მოვლენები და მისი კეთილების მოკითხვები, ამ ყველაფერმა მისი მთავარი აქტივი, რასაც ის რბილიად უნდა გადაეყვანა პრეზიდენტის სავარძელში, დაანგრია, რადგან არცთუ ისე დავარცხნილი ადამიანი ყოფილა.

მე ვურჩევდი, რომ ენძელა მაჭავარიანი წამოაყენონ, არ იქნებოდა ცუდი, ცოტას გავერთობოდით მაინც, ვიმხიარულებდით" – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა "განსხვავებული აქცენტებში" განაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად