ხუხაშვილი: “ოცნება” არ არის პარტია, ეს არის რელიგია, სადაც არსებობს 1 კერპი, დანარჩენი მრევლია

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ არის რელიგია, რომელსაც ჰყავს ერთი კერპი, ყველა დანარჩენი არის მრევლი – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „tvპირველთან“ განაცხადა.

” ადამიანები რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ინფორმაციას აწვდიან… ახლა მე და თქვენ(ჟურნალისტს) რომ ვსაუბრობთ, მიუტანენ ამბავს, რაღაც სისულელეები ილაპარაკა, თავის ინტერპრეტაციას მიაწვდიან, რომ ბოღმა ნარევი სისულელეები ვილაპარაკე და შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა თქვას – ასეთი შეცდომა, რაც ხუხაშვილთან დაკავშირებით დავუშვი, არ დამიშვია. ასეთი სცენარიც არსებობს. მაგრამ, არსებობს სცენარი, რომ ის დაბრუნდება მიწაზე, გაანებებს თავს ღვთაების სტატუსზე შეპოტინებას, ის ხომ ღვთაებაა, „ქართული ოცნება“ ხომ არ არის პარტია, ეს არის რელიგია, სადაც არსებობს ერთი კერპი და ყველა დანარჩენი არის მრევლი. პრემიერმინისტრიდან დაწყებული და უკანასკნელი აქტივისტით დამთავრებული. ეს ხომ დიდი რუხი მასაა” -განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად