ხუხაშვილი: ოქრუაშვილი და სააკაშვილი მეგობრები იყვნენ , ხაზარაძე მათ გუნდში არასდროს ყოფილა

ამის შესახებ, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გადაცემა “360 გრადუსში საუბრისას განაცხადა.

პოლიტოლოგის თქმით, მამუკა ხაზარაძეს წინა ხელისუფლებაასთან პრობლემები ჰქონდა.

“ირაკლი ოქრუაშვილი და მიშა სააკაშვილი იყვნენ მეგობრები და ერთ გუნდად იყვნენ, ხაზარაძე მათ გუნდში არასდროს არ ყოფილა, იგივე ვიცით, მარტო ანაკლიის გამო მათი თანაცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია, იმიტომ, რომ ის თვლის, რომ ეს არის ლაზიკა და ხაზარაძე თვლის, რომ ეს არის ანაკლია, ტერმინოლოგიაშიც კი ვერ თანხმდებიან“ – განაცხადა პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილი “თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და განაცხადა:

“როდესაც „თიბისის“ ასეთ საქმეზე ედავებიან, ამით რას ეუბნებიან დანარჩენ ბიზნესს, ეს მარტო „თიბისის“ წინააღმდეგ კი არ არის მომართული, ეს არის პროფილაქტიკური ნაბიჯი და ყველას ეუბნებიან, ხომ ხედავ, არაფრის გამო რამხელა პრობლემები შევუქმენი ამხელა გიგანტს, თქვენ რას გიზამთ“ -განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, სააკაშვილმა ოქრუაშვილს მიმართა “ირაკლი, მალე შევხვდებით თბილისში, ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად