ხუხაშვილი: მიშა სააკაშვილს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს-მეთოდურად მიყვება

” ეს ბოლო წივილ-კივილი, აი მიშამ რაღაც დაადასტურა და ასე შემდეგ, ძალიან ყალბი იყო”,- ამის შესახებ, პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა “აიპრესთან” განაცხადა.

გია ხუხაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვლის ბოლო განცხადებაზე ხელისუფლების მხრიდან წამოსული წივილ-კივილი ყალბი იყო.

” თუ ეს თამაში ადრე, მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამებით ხელისუფლება სარგებელს რომ იღებდა და მგელი მოდის მგელის იძახდა და ამით აშინებდა საზოგადოებას- ეს ტექნოლოგია აღარ მუშაობს.

აი ეს ბოლო წივილ-კივილი, აი მიშამ რაღაც დაადასტურა და ასე შემდეგ, ძალიან ყალბი იყო. არაფერი არ მომხდარა. მიშა სააკაშვილს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. თავის ხაზი აქვს და მეთოდურად მიყვება. ზოგჯერ ხელისუფლება იყენებს, ზოგჯერ ვერ. გაცვდა ის ტექნოლოგია რომ მიშა რაღცას იტყოდა და აქ ხელისულფება პროპაგანდისტულად იყენებდა. მგელი მგელით დაიღალა ხალხი!”,-მბობს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო 20 ივნისთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შეისწავლის.

“ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც – „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“, – აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც იგი შეჯერებული იქნება სხვა მტკიცებულებებთან და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სტატიის ავტორი თეონა ციხიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად