ხუხაშვილი კუბლაშვილზე: თუ ეს არის ადვოკატური სტანდარტი, მაშინ კიდევ “უკეთესად” გვქონია საქმე, ვიდრე მეგონა

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის აპელირებს ისეთ თემემებზე, რასაც საქმესთან შეხება საერთოდ არა აქვს.

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის დამცველების საყრადღებოდ, გია ხუხაშვილი სოალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“პროფესიული მოვალეობის” შესრულება გასაგებია და ამ შემთხვევაში ნიშნავს ჯიშკარიანის უდანაშაულობის მტკიცებას. ეს გასაგებია და არც არის საკამათო. მაგრამ, როდესაც ადვოკატი დაკავებულია არა ამით, არამედ მეორე მხარის დისკრედიტაციით, მის წარსულში იქექება და ისეთ თემებზე აპელირებს, რასაც საქმესთან შეხება არა აქვს, სწორედ ეს არის ბულინგი, რაზეც თვითონვე იწყებს მერე საუბარს თავის კლიენტთან მიმართებაში. თუ საქართველოში ეს არის ადვოკატური სტანდარტი, მაშინ კიდევ “უკეთესად” გვქონია საქმე, ვიდრე მეგონა”-წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად