ხუხაშვილი: ხელისუფლება ცდილობს ყველაფერი აისხლიტოს, ამა თუ იმ მოვლენაში პრობლემას საერთოდ ვერ ხედავს

“ხელისუფლება ცდილობს რომ აისხლიტოს ყველაფერი, იქილიკოს კიდეც, თითქოს არაფერი არ ხდება.”,-ამის შესახებ, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, გადაცემა “მთავარ ამბავში” საუბრისას განაცხადა.

” ხელისუფლების რეაქციაზე ბრალდებების ან მხილებების მიმართ ჩემი აზრით გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა.

ერთის მხრივ, ხელისუფლება ცდილობს რომ აისხლიტოს ყველაფერი, იქილიკოს კიდეც, თითქოს არაფერი არ ხდება. მეორეს მხრივ, ამა თუ იმ მოვლენაში საერთოდ ვერ ხედავს პრობლემას. მე ვფიქრობ რომ ეს ყოვლად წარმოუდგენელია ცივილიზებულ საზოგადოებაში.

როდესაც, მძიმე ბრალდებები ისმის ხელისუფლების მიმართ, ხელისუფლება ვალდებულია მოახდინოს სწრაფი რეაგირება. აბსოლუტურად გამჭირვალედ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ეს უნდა ხდებოდეს იმიტომ რომ ხელისუფლება ჩვეულებრივი მოქალაქისგან განსხვავებით არ სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმციით. ამით განსხვავდება ზუსტად თითოეული ჩვენგანისგან”,-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად