ხუხაშვილი: გომელაურის გადაყვანა შსს-ში, სუს-ის და შსს-ს არაფორმალურ გაერთიანებას ნიშნავს

ამის შესახებ, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გადაცემა “მთავარ ამბავში” ისაუბრა, სადაც მმართველ გუნდში მიმდინარე საკადრო ცვლილებები განიხილა.

“ვახტანგ გომელაურის გადაყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროში ორ რაღაცას ნიშნავს. 1 ის რომ ფაქრობრივად სუს და შსს არაფორმალურად მაგრამ ისევ ერთიანდება. ანუ, გადაილახება ეს წინააღმდეგობა, რაც ბოლო პერიოდში ვიცოდით რომ იყო პრობლემა ამ ორ წუყებას შორის.

ეს ყველაფერი გამოდის გახარიას ვერტიკალიდან. პირდაპირ მენეჯმენტიში აყავს ბიძინა ივანიშვილს. ეს გარკვეულწილად ბალანსსაც აჩენს და გარკვეული დაზღვევაა ივანიშვილისთვის ე მანდ რამე არ მოხდეს სამომავლოდ. მისთვის უფრო მარტივდება სურათი. გახარიას ყურზეც დააჯდებიან”,-განაცხადა ხუხაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად