ხუხაშვილი: გახარიას ვინც უკიჟინებს, რომ “არ გადადგეს”, ასეთივე აღტყინებით “ჩადებს მიწაში”

“მან უნდა იცოდეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს განსაკუთრებული აღტყინებით უკიჟინებენ, რომ „არ გადადგეს“, ასეთივე აღტყინებით „ჩადებენ მიწაში”,-ასე ეხმაურება პოლიტოლოგ გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში 20 ივნისის აქციის დარბევის შემდგომ დაწყებული პროტესტს.

“ბატონმა გახარიამ უნდა გააცნობიეროს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა დოზით არის პასუხისმგებელი ამ პროცესებზე, აქვს შანსი, თავისი გადადგომით გზა გაუხსნას საერთო სახალხო დიალოგს, გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი განვითარების ფორმულის შემუშავების მიზნით. მან უნდა იცოდეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს განსაკუთრებული აღტყინებით უკიჟინებენ, რომ „არ გადადგეს“, ასეთივე აღტყინებით „ჩადებენ მიწაში”, როგორც კი რაღაც შეიცვლება. მათ ეს არაერთხელ გაუკეთებიათ.

ამით ჩვენ ვეტყვით ახალგაზრდობას, რომ მათ მიერ გაღებული მსხვერპლი არ იყო ფუჭი. ვეტყვით, რომ მათი თვალის ჩინის დაკარგვის ფასად ჩვენ აგვეხილა თვალები და მათთან ერთად დავიწყებთ ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპს, რომელმაც უნდა მოგვიტანოს ჭეშმარიტი თავისუფლება, სამართლიანობა და კეთილდღეობა.”,-წერს ხუხაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...