ხუხაშვილი: გახარიას გაპრემიერება პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილებაა

ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელიში წერს.

“გახარიას გაპრემიერება პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილებაა, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით საკამათო, ხოლო მორალურით მიუღებელი. ახლა ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რაზე გადის მისთვის ფრონტის ხაზი – პოლიტიკაზე, სახელმწიფოზე, თუ მორალურ არჩევანზე…” – წერს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, პარტი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას კანდიდატურა წარადგინა

შს მინისტრმა  “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში მცირედი საკადრო ცვლილებები იქნება.

გახარიას მინისტრთა კაბინეში  შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ლევან იზორია იქნება.

ოპოზიცია გახარიას პრემიერმინისტრად წარდგენას პროტესტს უცხადებს.

კომენტარები
იტვირთება...